Saturday, April 9, 2022

 მე შემაშინა შენმა სიჩუმემ,

თითქოს სათქმელი არ გქონდა ჩემთვის,

და იმ წუთებში გინდ მოვმკვდარიყავ,

მოპაექრე არ ვიყავი ღმერთის.

შენ ხომ ზეცის ხარ მუდმივი მკვიდრი

ღმერთების ტოლი, სწორი ხარ, ვხედავ,

მე კი უბრალო ადამიანი ვწუხვარ 

და სევდით ვიხსენებ დედას.

და მაინც შენი გულის ხმა მესმის,

შენს გაღიმებას ერთგულად ვუცდი,

გულდანთებული უქრობი ცეცხლით

ქარაშოტებმა წამიღონ თუგინდ.



No comments:

Post a Comment