Tuesday, April 5, 2022

ტაქსის მძღოლებს

 მე რომ მძინავს, შენ არ გძინავს,

საცობებში დგახარ,

მგზავრი უნდა მიიყვანო

შენ სამოთხის კართან.

გაათენო უნდა ღამე,

რაც არ უნდა მოხდეს,

ზოგი ბარში, ზოგი სახლში,

ასიანში მოხვდეს!

და თბილისის ყველა ქუჩას

შენ იცნობ და გიყვარს,

მიუყვები წვიმიანებს,

ეგებები ცისკარს.

მე რომ მძინავს, შენ არ გძინავს,

საცობებში დგახარ,

მგზავრი უნდა მიიყვანო

შენ სამოთხის კართან.



No comments:

Post a Comment