Saturday, April 23, 2022

კოვიდი და მე

 დღეს კოვიდ 19 -ზე უნდა მოგიყვეთ, ამ საშინელებაზე, რომელმაც მთელი მსოფლიო თავდაყირა დააყენა. ზუსტად სამი კვირის წინ ღამით ტკივილებისგან გამეღვიძა, ფეხის თითებიდან დაწყებული ხელის თითებითა და თავით დამთავრებული, ყველაფერი საშინლად მტკიოდა. არ გამკვირვებია, ხანდახან ეს ყველაფრი მაწუხებს ხოლმე, ყელის ქრონიკულ ჩირქოვან ანთებას ვაბრალებ, დავლიე ტკივილგამაყუჩებელი და დავიძინე. დილით, რომ გავიღვიძე, ყელი მაწუხებდა. დავრწმუნდი, ეს ყველაფერი ყელის ბრალია-მეთქი და ყურადღება აღარ მიმიქცევია, იმ დღეს ტკივილგამაყუჩებლები ვსვი. მეორე დღეს რომ ისევ საშინელი ყელის და თავის ტკივილით გამეღვიძა, ჩემი ოჯახის ექიმს დავურეკე და ჩემი მოსაზრება გავუზიარე, მგონი გამიმწვავდა ყელის ანთება-მეთქი, დამინიშნა ყელის წამლები, საწუწნი აბები, შესაშხურებლები, დანიშნულებას ყველაფერს ვაკეთებ, ეფექტი არაა, ამასობაში ისე დავსუსტდი, ფეხზე ვეღარ ვდგები, ვწევარ, ვეღარ ვლაპარაკობ, ვეღარ ვხედავ, არ მესმის, ვერ ვჭამ, ვერ ვსვამ, წყლის ყლუპის დალევაც არ შემეძლო, ხველებაც დამეწყო, მტკივა ბეჭები, ზურგი საშინლად, ეჭვი შევიტანე, ფილტვების ანთება ხომ არ მაქვს-მეთქი და სასწრაფოდ ნემსები ვიყიდე, ოთხშაბათს საღამოს უკვე ნემსებზე გადავედი ყოველგვარი დიაგნოზის გარეშე, მანამდე სამჯერ მქონდა უკვე ფილტვების ანთება გადატანილი, ბოლო- სამი წლის წინ, როცა ღორის გრიპი შემხვდა, ამიტომ სიმპტომები უკვე ზეპირად ვიცოდი. ნემსების მერე თითქოს უკეთესად ვიგრძენი თავი, მაგრამ გავიხედე და მეხუთე დღეს სიცხე მომცა 37, რაც არ მახსოვს უკვე 30 წელია, მერე ორი დღე აღარ მქონდა, მერე ისევ - 37.5, კვირას ჩემს ქმარს მისცა სიცხე, რაც ასევე ძალიან უცნაური იყო, რაც მას ვიცნობ, ერთადერთხელ ჰქონდა, გურიაში ვიყავით, ყანა გათოხნა, მოეხმარა მეზობლებს და გაცივდა, ისიც 30 წლის წინ. ორშაბათს გადავრეკე ოჯახის ექიმთან, სასწრაფოდ გაგვაგზავნეს ტესტის გასაკეთებლად კოვიდზე, ორივეს დაგვიდასტურდა. იმ დღეს ძალიან ბევრ ადამიანს დაუდასტურდა კოვიდი, არადა იქ მსხდომ ადამიანებს, ბევრს საერთოდ არ ეტყობოდა, რომ ავად იყო. გადაგვიღეს კატე, იმას ფილტვებზე პრობლემა არ ჰქონდა, მე ფილტვების ანთება დამიდგინდა, როგორც ვვარაუდობდი, ფილტვების 10 პროცენტი კიდევ იყო ჩათრეული,მიუხედავად ჩემი ნემსებისა, მთხოვეს სასწრაფოდ გადავსულიყავი საავადმყოფოში, მაგრამ მე თავს შედარებით უკეთესად ვგრძნობდი უკვე და კატეგორიული უარი განვაცხადე, ისევ დამინიშნეს ნემსები, გავიკეთე, მხოლოდ ორი კვირის მერე დავიწყე ჭამა, ახლა ახალ ანალიზებს ველოდები, ვნახოთ, რა მდგომარეობა მაქვს, სისუსტე ჯერჯერობით ისევ მაწუხებს, ცოტა ხველებაც დამრჩა. ჩემს მეუღლეს ათი დღე ჰქონდა მაღალი სიცხეები, რამაც ძალიან დაასუსტა. მინდა გითხრათ, რომ ეს დაავადება თუ ვირუსი საშინელი რამაა და ადამიანის სიცოცხლეს მართლაც საფრთხეში აგდებს, ამიტომ მოუფრთხილდით თქვენს ახლობლებს. როგორც გავარკვიეთ, ჩვენს კორპუსში, ჩვენს წინ მეზობლებს, ზევით, ქვევით, ყველას კოვიდი ჰქონია, ლიფტში ყველა ერთად შევდიოდით, შეიძლება ლიფტშიც გადაგვედო, ვინ რა იცის?! ფრთხილად იყავით და ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეიძლება იყოს ერთი ან მეტი ადამიანი-(ი)ს გამოსახულება
Sofio Chelidze, ელგუჯა ციგროშვილი და 9 სხვა
ნახა 23-მა
მომწონს
კომენტარის დატოვება
გაზიარება

No comments:

Post a Comment