Sunday, April 24, 2022

ერთსტროფიანები

 რა საჭიროა, შენ გიკითხო მე დღეს მორალი,

მეც ცოდვილი ვარ, ამ ტვირთისგან ცოტა დაღლილი,

ამ ჩემს ნაპირსაც მოადგება მალე ბორანი,

ლეთას წყალს დავლევ, გამეხსნება სულ სხვა არილი.


თვალში ჩამიქრა სინათლე,
გზაზე რომ ვერ დაგინახე,
როგორც ნასიცხმა ბალახმა
წვიმა, მეც ისე გინატრე.


სიკვდილი მინდა და სიკვდილი მომეცი ღმერთო,
ან მომეც შვება სიყვარულის, თუ ასე ვერ მთმობ,
თორემ ამ გრძნობამ ისე მტანჯა, ისე მაწამა,
ჩემივე ხელით შევსვამ თასით გველის  სამსალას.


არის წამები, რომ ზეცაში გინდება ფრენა,
არის წამები, გულში დარდი ვერ დაიტიო,
მაინც კარგია სიყვარულის ეს აღმაფრენა,
შენს თვალში ყვავის ყვავილები: ვარდიც, ღიღილოც.






No comments:

Post a Comment