Thursday, April 7, 2022

დედა (ესსე)

 დედა!

ახლაც კი, უკვე ასაკში, დავჯდები ხოლმე სარკის წინ და ჩემს თავს ვუყურებ, მინდა დედის ნაკვთები დავინახო და თუ რამეს აღმოვაჩენ, სულ მცირედს, საოცრად მიხარია. მაგალითად, დედას ტუჩები მაქვს, უკრაინული იერი, მეტს არსებით მსგავსებას ვერაფერს ვპოულობ, მამას ვგავარ, რა თქმა უნდა, უკმაყოფილო არ ვარ, ჩემს თავს ვუღიმი, როგორც დედა გამიღიმებდა და ვდგები ნაღვლიანი. ნაღვლიანი ამ ცხოვრების გამო, დედის ნახვაც რომ სანატრელი მქონდა, ის უკრაინაში წავიდა 90-იანებში ძმასთან ერთად და ვეღარ ჩამოვიდა, მე იქ ვერ მივდიოდი და ვიყავით დედა-შვილი ერთმანეთისგან შორს, ალბათ, ყველაზე დიდი რამ - დედაშვილობა გვაკავშირებდა, უხილავი ძაფები, რომელიც არასოდეს წყდება.
მახსოვს, ბავშვობაში დედას სულ თან დავყავდი, საპარიკმახეროშიც კი, დავჯდებოდი სკამზე და ვუყურებდი, როგორ ჭრიდნენ თმას, ლოკონებს დაუხვევდნენ, ფრჩილებსაც გაუკეთებდნენ, მე კი რომ არ მომწყენოდა, ზოგჯერ თმის საშრობის ქვეშ შემაყოფინებდნენ თავს, მიბერავდა თბილი ჰაერი, მელამუნებოდა სახეზე, მაინც დედას ვერ ვაცილებდი თვალს, შემოეხვეოდნენ ქალები, ეუბნებოდნენ, რა ლამაზი ბრძნდებით, რა ლამაზი ხელები გაქვთო. მართლაც განსაკუთრებული ხელები ჰქონდა დედას, ძალიან ნაზი და ლამაზი. მხრებზე რომ მომხვევდა თბილს და სათუთს და ჩამიხუტებდა, მთელი ქვეყანა ჩემი მეგონა. საპარიკმახეროს მერე პუშკინის სკვერში რომ საპონჩიკე იყო, იქ მივყავდი. ახლაც მიყვარს პონჩიკები, მგონი ფუმფულა ჰქვია ახლა, ძველ სახელს ვერ გადავეჩვიე. სახლშიც წამოვიღებდით ხოლმე. ქუჩაში დედა ყველაზე მაღალი იყო ალვასავით, კაცებზე მაღალი, მიკვირდა, რატომღაც მეგონა, კაცები უფრო მაღლები უნდა ყოფილიყვნენ, ცხვირაპრეხილი, ყველა ქალზე ლამაზი იყო ჩემთვის. საოცრად წყნარი, მშვიდი. ხუთი და-ძმანი ვიყავით და სახლი რომ დაგვენგრია, ხმას არ აუწევდა, არც კი დაგვიყვირებდა. ცრემლიც ერთხელ ვნახე მის თვალზე, 27 წლის ძმა რომ მოუკვდა თბილისში სტუმრად ჩამოსული, ავტოკატასტრფაში დაიღუპა. უხმოდ მოჰქონდა ტვირთი სახლში, უხმოდ აკეთებდა საოჯახო საქმეებს, მთავარია ფული ჰქონოდა, რომ ჩვენთვის საჭმელი ეყიდა. საყვედური არ დასცდებოდა, რატომ არ მაქვს სამკაულები და ოქრო-ვერცხლიო. ატმის ყვავილს მაგონებდა დედა, მასავით ნაზი და ლამაზი და ახლა, როცა გაზაფხული დადგა და აყვავებული ხეები დავინახე, ის გამახსენდა. ყველგანაა, ახლადაყვავებულ ტყემლებსა და ნუშებში, იებსა და ნარცისებში, ზამბახებსა და ენძელებში, ქვეყნიერების სილამაზეა დედა, მის თვალებში ყურება ნუ მოგიშალოთ ღმერთმა, ადამიანებო!
დედას ბროში, ხშირად ეკეთა ხოლმე
შეიძლება იყოს ძვირფასეულობა-(ი)ს გამოსახულება
Eteri Isakadze, Sofio Chelidze და 78 სხვა
63 კომენტარი
1 გაზიარება
მომწონს
კომენტარის დატოვება
გაზიარება

No comments:

Post a Comment