Thursday, April 21, 2022

თუ არ გენატრები! (სატრფიალო)

თუ არ გენატრები, ტყვია დამახალე,

ამას მირჩევნია, მოვკვდე, ყივჩაღივით,

გული გადამალე, იმას ნუ დამარხავ,

ცხენივით გააჭენე, ამოსდე აღვირი.

თუ არ გენატრები, მისროლე ქვასავით,

ზღვაში გადამაგდე, იქნებ ჩავიძირო,

არავის ვიქნები მონა და ვასალი,

შენი მონატრება იქნებ ავიცილო.







No comments:

Post a Comment