Wednesday, April 27, 2022

სიზმრებ კვლავ შენთან მოვყავარ (სატრფიალო, ხალხურ მოტივებზე)

 სიზმრებ კვლავ შენთან მოვყავარ,

დაგხედამ, მზერას გავითბობ,

ხანდახან მანდვე დავრჩები,

ერთად შავხვდებით ალიონს.

მთვარის სხივების ბადეში

ისე ლამაზად ვირთვები,

თეთრ-ატლას-ფარჩა ხავერდში,

ალუბლის ბაღის ჩითებში.

მინდა, რომ მზერა მოგტაცო,

დალი ვიქნები დალალით,

შენ მონადირე მამაცი,

შამიყვარ გულით ალალით.

დილით მზის სხივებ გავყვები,

ცინცხალ, როგორაც მთის წყარო,

სისხლი რომ ისევ ჩუხჩუხებს,

შენ როგორ არ დაგიმადლო.



No comments:

Post a Comment