მოგონებები შემომრჩა ძველი,
იქ, ბიძაჩემის ორშიმო, ქვევრი,
ახლა უჭიშკრო ქანაობს ძელი.
შევიგრძნობ ჩემი მიწის ანდამატს,
წინდებს ბებია ჯვრებით ქარგავდა,
ეს დაგიცავსო, დაადგი ფეხი,
მთანგავს ტკივილი წინაპართ ძვლების.
აღარ ქანაობს იქ ნათურები,
ქარს ყაჩაღობის უფლება მისცეს,
და ვინ ისუნთქოს აქ მოსვენებით,
როცა წინ მიწა შიშველი მიწევს.
12.04.2022წელი
No comments:
Post a Comment