მეგობრებო, ბედნიერ და მშვიდობიან დღეს გისურვებთ, წარმატებებს ცხოვრებაში! დღეს, ისეთი დრო დადგა, ყველანი, თითოეული ჩვენგანი დატვირთული ვართ ათასგვარი პრობლემებით, გავხდით ეგოცენტრულები, ვცდილობთ წარმოვაჩინოთ ჩვენი თავი, ამ დროს ახლობლები, სხვა ადამიანები გვავიწყდება. ზოგჯერ სულ პატარა ყურადღება ახარებს ადამიანს. მადლობა მინდა გადავუხადო საოცარ ადამიანს Nata Guliashvili ნატა გულიაშვილს, ტელეკომპანია ,,თრიალეთის" წამყვან პროდუსერს, რომელიც ყურადღებას იჩენს უბრალო ადამიანების მიმართ, ცდილობს ისინი წარმოაჩინოს, გაახაროს. ასეთი მისია დააკისრა ღმერთმა ამ საყვარელ ქალბატონს, იყოს ერის სამსახურში. მე ორჯერ ვიყავი მიწვეული მათთან ტელევიზიაში, საოცარი სითბო და არაჩვეულებრივი ატმოსფერო დამხვდა, არცერთი ადამიანი თავს არ უნდა გრძნობდეს დაჩაგრულად, რომ არავინ არის, არაფერს წარმოადგენს. თითოეული ადამიანი ღმერთის ხატია, დავინახოთ ეს ყველა ადამიანში! ყველაში ცხოვრობს მხატვარიც, პოეტიც, ხუროთმოძღვარიც, მწერალიც, მეცნიერიც, მაგრამ ზოგს არ ეძლევა საშუალება ეს ნიჭი გამოამჟღავნოს, დავინახოთ, ხელი შევუწყოთ,იქნებ ეს არის ჩვენი მისია, ვინ იცის?!
No comments:
Post a Comment