Friday, September 3, 2021

მონატრებული ნიავად მოვალ (სატრფიალო)

 ამ ღამით ისევ გეწვევი სიზმრად,

გადმოვაბიჯებ უსაზღვრო სივრცეს,

თან წამოვიღებ ამ მთების სუნთქვას,

ცოტათი მაინც შეგივსებს ფილტვებს.

მონატრებული ნიავად მოვალ, 

ან არა, არა, ზღაპრულ ფერიად,

ნახავ ჩემს თვალთა უბადლო ოვალს,

ლურჯი ზღვების და ტბების ფერი აქვს..

შენც დანებდები ჩემს გიჟურ ვნებებს,

და უპასუხოდ არც შენ დამტოვებ,

თავმიდებული შენს ძლიერ მკერდზე,

თავს სიყვარულის ქალღმერთს ვატოლებ.







No comments:

Post a Comment