ავირიოთ ნაკვალევი,
მოვიაროთ კლდე და ღრენი
და როდესაც დავიღლები,
შენ ამიყვან კარგო ხელში.
და მატარებ დიდხანს, დიდხანს,
დამთავრდება სანამ ველი,
მე შემოგხვევ ჩემს ნაზ მკლავებს
აფეთქებას ვნების ველი.
დამიკოცნი ტუჩებს, სახეს,
მეც გაკოცებ ლურჯ თვალებში,
შენი ვარო, ასე მეტყვი,
შენც ხომ იცი, რომ ვარ შენი.
No comments:
Post a Comment