არიან პოეტები - გრანდები,
და მათი ბუმბერაზი ლანდები,
მოჰგვანან კავკასიის მწვერვალებს,
თვით მზეზე მწველსა და ელვარეს.
არიან პოეტები - გრანდები
და მათი ბუმბერაზი ლანდები,
კომეტად სწყდებიან მარადისს,
ცხოვრებას გვითბობენ ხალასნი,
არიან პოეტები - გრანდები,
და მათი ბუმბერაზი ლანდები,
უძირო ზეცაში დაფრენენ
და ქვეყნად სიყვარულს აფენენ.
სამშობლოს ნუგეშს სცემენ ცრემლიანს,
როცა ცა აქატისფერია,
მიწაზე დარდებით დადიან,
ლექსებით იკლავენ ხვაშიადს,
არიან პოეტები - გრანდები
და მათი ბუმბერაზი ლანდები,
ბედის ქარიშხლებად ზეობენ,
ელვარე თვალებით მზეობენ.
No comments:
Post a Comment