ოხერი წუთისოფელი
(ხალხურ მოტივებზე)
ხან სუყველანი მადარდებს,
ხან კი მადარდებს არვინა,
ხან ვიარები კარვითა.
ხან ბნელი ღამე მიზიდავს,
უვარსკვლავო და უმთვარო,
ხან ზეცა მიყვარს ციმციმა,
თვალნი ნახატნი უკალმოდ.
რომ შემცქერიან ეშხითა,
გუზგუზა ნაკვერჩხალებით,
მივაჩერდები სევდითა,
დამდაგველს ცეცხლის ალებით.
ხან ცოდვას ცოდვას ვამატებ,
ხან უმანკო ვარ კრავივით...
ოხერი წუთისოფელი
გვერდზე ჩრდილივით ჩამივლის.
მაია დიაკონიძე
18.05.2024 წელი
No comments:
Post a Comment