Tuesday, May 7, 2024

 ჩემი ლექსები ჩანჩალა 

კვალში უდგანან სხვებს,

ნეტავი თუ სვეს სამსალა,

არა წამალი რგებთ.

იკლაკნებიან, წვებიან

გზაზე, ვერ ვუვლი გვერდს,

არც მრავლდებიან, წყდებიან,

იმედს ვიტოვებ ერთს.

იქნება რამოდენიმე

მიეპოტინოს ფინიშს,

ვით ფორტუნატოს მერიმე,

დანარჩენს ვუსჯი სიკვდილს.



No comments:

Post a Comment