Friday, May 3, 2024

ქრება მცირედი იმედიც!

ქრება მცირედი იმედიც!
მე საით მოსატანი ვარ,
ჩემო ვენახო, ზვარევ,
ქარს მიაქვს ძმობის ქარტია,
ჩვენს სისხლს ძმებივე სვამენ.
ამ ჩაკიდებულ ქარაფებს,
ამ ხევხუვს, ბალახს მწვანეს,
არ გვიტოვებენ არაფერს,
ჩვენს სისხლს ძმებივე სვამენ.
ვით დაიზარდონ გმირები,
როგორ გათენდეს ღამე,
ქრება მცირედი იმედიც,
ჩვენს სისხლს ძმებივე სვამენ.
მაია დიაკონიძე
2.04.2024 წელი

No comments:

Post a Comment