Thursday, May 9, 2024

გიორგის! (წმინდა გიორგის!)

გიორგის!
გამომყევ გუდამაყარსა,
დაგალევინო ლუდი,
სად ნახავ ასეთ ბაღნარსა,
გიორგი, არ თქვა ცუდი.
ხალხიც ვართ შესაფერისი,
შენს დიდ სახელსა ვფიცავთ,
მამლები ათას ფერისი,
გოგნის სალოცავს იცავს.
შენ სახელობის ტაძრებში
ერი შენთვისა ჰგალობს,
იახსარ-კოპალა-ლაშარის
ხატებიც ჩვენა გვწყალობს.
გამომყევ გუდამაყარსა,
დაგალევინო ლუდი,
სად ნახავ ასეთ ბაღნარსა,
გიორგი, არ თქვა ცუდი.
მაია დიაკონიძე
7.05.2024 წელი

No comments:

Post a Comment