ნიღბებით დადის ამქვეყნად ყველა,
ვინ სულთანია, ვინ მისი ხარჭა,
სჭირდებათ? ნიღაბს იცვლიან,ხელად,
სირცხვილის, ვხედავ, არა აქვთ განცდა.
მგელი არის თუ წითური მელა,
რომ არ მოვიდნენ ბატკნად და შველად,
არ დავრჩეთ იმათ მონად და მცველად,
უფალო, შენი გვჭირდება შველა.
მაია დიაკონიძე
4.05.2024 წელი
No comments:
Post a Comment