შენ ხომ ჩემი წიქარა ხარ!
გვერდი ვერსით აგიარე,
ხან მზედ, ხან კი მთვარედ მყავხარ,
დიდ სიყვარულს მაზიარე,
შენ ხომ ჩემი წიქარა ხარ!
არსად მტოვებ, არსად გტოვებ,
სახლში ხარ თუ იალაღად,
სალამურის ვეძებ ნოტებს,
შენ ხომ ჩემი წიქარა ხარ!
დავაკვნესებ ჩვენს სიმღერას,
ელდად ეცეს დედინაცვალს,
ბედმა ასე დაგვიწერა,
შენ ხომ ჩემი წიქარა ხარ!
შორსა ხარ თუ სადმე ახლოს,
სამზეოს იმედად დახვალ,
ჩემს სულში და გულში სახლობ,
შენ ხომ ჩემი წიქარა ხარ!
No comments:
Post a Comment