ლექსები
Wednesday, May 15, 2024
როდისღა ჩამოიხსნიან?!
***********
როდისღა ჩამოიხსნიან
კაცნი ბრჭყვიალა ნიღაბს,
ვერაფრით ამომიხსნია,
რაა ამ ნიღბის მიღმა.
ზოგი
კეთილი მგონია,
თურმე ყოფილა მგელი,
სახის დანახვა როდია
უფალისათვის ძნელი.
მეც თავი იმას მივანდე,
მიცნობს, ადრე თუ გვიან,
მოვიცდი ვიდრე ისინი,
ამ ნიღბებს მოიხსნიან.
მაია დიაკონიძე
14.05.2024 წელი
No comments:
Post a Comment
Newer Post
Older Post
Home
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment