ძველი სიმღერა
„კარგად იბრძოდნენ ჩვენი ვაჟები, ყველაზე უფრო - გურმაჩ და ჭოხან“.
რა ჩემი საქებარია, რასაც აქებენ სხვანი... შემოვლე მთელი ქვეყანა, მთელი სიგრძე და განი... თვალთა ნათელო, ხალდე, თავსასთუმალთან, ძილისპირს, იარაღივით დამდე. არ გადიოდნენ ბერას, რისთვის კიდებდნენ ციხეზე სისხლით შეღებილ პერანგს, ალმოდებული ჩოხა, რად მოკვდნენ ასგზის ათასჯერ ჩემი გურმაჩ და ჭოხან... მხარი ნუ მეგრძნოს ძმისა! - მტრისგანამც გამომეჩოქოს დასამარხავი მიწა! სულის უჟამო ხდამდე უფსკრულზე დაკიდებული ტყვიას ტყვიაში სვამდე, ბოლო ხავილის ეხოს, არა ძალა და იმედი, სასოწარკვეთა გეყოს... მზის საგალობელს ერთვის: „გაველ და გავხე, ვაჟებო, ნურამც ყოფილა ჩემთვის“... ვგრძნობდე, თვისტომნი მყვანან, ვიცოდე, მართლა ჩემია ჩემი სახლი და ყანა, მთაში ვაძოვო ძროხა, ისევ ვაჟებად დავზარდო ჩემი გურმაჩ და ჭოხან... ბნელში დაიწყებს ვარვარს. ნუ რჯულზე მელაქარდები, შენი მოყვასი არ ვარ. ქაშაგს ჩავიყრი ფუძეს, ისლამურ მთვარეს ამოვჭრი შენს ღალატიან გულზე. მხარი ნუ მეგრძნოს ძმისა, მტრისგანამც გამომეჩოქოს დასამარხავი მიწა... |
No comments:
Post a Comment