კაფია
- როგორ ხარ, - მე გეკითხები,
შენგან კი ყრუ დუმილია,
სიტყვამრავლობით კი ჰგავხარ
აკაკისა და ილიას,
ეტყობა წერილს ამზადებ
მწარე თაფლივით ილიანს,
ჩემსავით შენც გაგიგია,
ქვეყნის მტერი რომ ძილია.
No comments:
Post a Comment