Sunday, May 5, 2024

სალაღობო


სალაღობო

(სიმღერა)
ვაჟო, ცაზე მზედ ინთები,
გამათბობ და ყინულს დაძრავ,
გვირილების მზე იქნები,
არ ჩაიდენ საქმეს საძრახს.
ვიცი, რომ არ მიმატოვებ,
შენს თვალებში კრთება ზღვები,
შენგან ჩემთვის დანატოვებს,
თეთრ ვარდს ძალზე ვუფრთხილდები.
შენ თუ კი სხვას ელოდები,
სხვისი ხარო იანიჩარი,
მომხსენ მაშინ გულზე ლოდი,
აღარ დავწერ აწი შაირს.
მაია დიაკონიძე
5.05.2024 წელი



No comments:

Post a Comment