ხან სუყველანი მადარდებს,
ხან კი მადარდებს არც ვინა,
ხან ბროლის მიდგას სასახლე,
ხან ვიარები კარვითა.
ხან ბნელი ღამე მიზიდავს,
უვარსკვლავო და უმთვარო,
ხან ზეცა მიყვარს ციმციმა,
თვალნი ნახატნი უკალმოდ.
რომ შემცქერიან ეშხითა,
გუზგუზა ნაკვერჩხალებით,
მივაჩერდები სევდითა,
დამდაგველს ცეცხლის ალებით.
ხან ცოდვას ცოდვას ვამატებ,
ხან უმანკო ვარ კრავივით...
ოხერი წუთისოფელი
გვერდზე ჩრდილივით ჩაივლის.
No comments:
Post a Comment