Wednesday, May 15, 2024

არაფერი აღარ მიკვირს!

 ***†******

არაფერი აღარ მიკვირს,
ან რა უნდა გამიკვირდეს,
ვეღარ ვხედავ არაგვს მქუხარს,
მოუხურავს პირზე რიდე.
მაღლა მზე რომ ჩამოდგება,
იმასაც პირს აარიდებს,
დიდისთვის თუ აქვს მზადება,
თავის სათქმელს იტყვის კიდევ.
მაია დიაკონიძე
14.05.2024 წელი

No comments:

Post a Comment