Friday, May 10, 2024

განა ეგეთი ადვილი

განა ეგეთი ადვილი
განა ეგეთი ადვილი
ყოფილა დარჩე ცოცხალი,
ქრება სიცოცხლის წადილიც,
თუ არ ხარ თვითონ მუცალი.
არ იბრძვი სიცოცხლისათვის,
ამაოება გბეზრდება,
თუ არ გდევს გრძნობა ცინცხალი,
მუხლზე არ დგები ვედრებად.
ღმერთმა აცოცხლოს სამყარო,
საცა ჩვენ დავიბადენით,
ოღონდ ტკბილგრძნობა შამყაროს,
ჭირსაც არ დავემალები.
მაია დიაკონიძე
9.05.2024

No comments:

Post a Comment