Wednesday, May 8, 2024

მოვხაზე ცხოვრების კონტური


მოვხაზე ცხოვრების კონტური
მოვხაზე ცხოვრების კონტური,
გავავლე წრფე, სხივი, ხაზი,
მეცვა კაბები მოდური,
უკრავდა როკი და ჯაზი.
დამატყდა ქარტეხილები,
ზიგზაგს და ტეხილს ვერ ავცდი,
გადავვლე მთაგრეხილები,
ახლაც მჩხვლეტს ეკლები ქაცვის.
ამ ქვეყანას არ ეშველა,
შემოგვრჩა ფერები ბაცი,
ციდან ბურუსი ეშვება,
ბნელეთი არაქათს გვაცლის.
მოვხაზე ცხოვრების კონტური,
გავავლე წრფე, სხივი, ხაზი,
მეცვა კაბები მოდური,
უკრავდა როკი და ჯაზი.
დღეს ბაზრის კაბები მაცვია,
ცხოვრებაც დამდგარა ბაზრის,
სანამ დამიწესეს სანქცია,
დავრჩები, თუ კი აქვს აზრი.
მაია დიაკონიძე
8.05.2024 წელი




No comments:

Post a Comment