კომპიუტერი
გუშინ ჩემო ოლიკო,
ძლიერ ბევრი ვეცადე,
რომ გამეგო სოლიკოს,
ვინ ეძახდა: - ისწავლე!
ყური კედელს მივადე,
კარებთანაც დავდექი,
ეშმაკობას მივმართე, -
შევიჭყიტე ფანჯრებში.
მარტო კომპიუტერის
სილუეტი დავლანდე,
თუ გახდა იუთუბერი,
ეს სოლიკო გვარაძე?!
არა გჯერა?! ,,ისწავლე!"-ს,
(დავატოლოთ ცერანი),
ეძახოდა სოლიკოს,
მოციმციმე ეკრანი.
No comments:
Post a Comment