Saturday, May 4, 2024

უფალო! (წითელი პარასკევი)

უფალო!
(წითელი პარასკევი)
შენ ჯვარს გაცვეს და უფრო ამაღლდი,
მე კიდევ, სულ მთლად დავპატარავდი,
როგორ ვიქნები, აბა, ამაყი,
მას მერე შენგან თვალებს ვმალავდი.
და გშორდებოდი, ვით განკვეთილი,
მატარებელი ამდენი ცოდვის,
არ მეგულება შენზე კეთილი,
გიჭირს და მაინც, შენა გთხოვ, მოდი.
მაია დიაკონიძე
,,წითელი პარასკევი"
3.05.2024 წელი










No comments:

Post a Comment