Friday, May 17, 2024

მომაწვდინე, კაცის ძევ, ხელი...

 ჩამოვიფერთხე მთვარიანი ღამის ნაფლეთი,

რომ მპირდებოდა ნეტარებას, თვალის ახელას,
როგორ ეტევა, სულო, შენში დარდი ამდენი,
ვით ატარებდი შენ ტკივილებს, მიკვირს, ამხელას.

და გარდიგარდმო თუ გადარჩა ჩვენ შორის ხიდი,
იმ ხიდზე შევხვდეთ, მომაწვდინე, კაცის ძევ, ხელი,
თუ კადრებივით პეიზაჟებს ჭრიდი და ცვლიდი,
გემახსოვრება შენ სამშობლო - დაჭრილი შველი?!










No comments:

Post a Comment