დღეს მინდა თარგმანი შემოგთავაზოთ მიხელ მატუსოვსკის ძალიან ცნობილი ლექსის ,,საიდან იწყება სამშობლო?", პოეტი დაიბადა უკრაინაში, ცოტა ქართული ვარიანტი გავაკეთე
საიდან იწყება სამშობლო?, ავტ. მიხეილ მატუსოვსკი, თარგმანი მაია დიაკონიძის
საიდან იწყება სამშობლო?
ანბანის სურათით ერთით,
ერთგული მეგობრის ღიმილით,
რომ ცხოვრობს ეზოში გვერდით.
იქნება იწყება სამშობლო,
აკვანთან სიმღერით დედის,
რაც გინდა მოგიწყონ გამოცდა,
იმას რომ წაგართმევს ვერვინ.
საიდან იწყება სამშობლო>
ჭიშკართან გათლილი სკამით,
ანდა იმ არყიდან, მინდორში
ნაზად რომ იხრება ქარით.
იქნება იწყება შაშვების
გალობით, წკრიალა ხმებით,
ანდა სოფლიდან იმ ბილიკით,
დასასრულს ზეცას რომ ერთვის.
საიდან იწყება სამშობლო?
ფანჯრებში ციალით შუქის,
ან იქნებ პაპის იმ შავჩოხით,
ამქვეყნად მთელ განძს რომ უდრის.
იქნება იწყება ვაგონის
რელსებზე კაკუნის ხმებით,
იმ ფიცით, რომლითაც ოდესღაც,
მის წინ მოიდრიკე ქედი.
თარგმანი მაია დიაკონიძის
13.05.2024 წელი
С чего начинается Родина?, ст. Михаила Матусовского
С чего начинается Родина?
С картинки в твоем букваре
С хороших и верных товарищей
Живущих в соседнем дворе
А может она начинается
С той песни, что пела нам мать
С того, что в любых испытаниях
У нас никому не отнять
С чего начинается Родина?
С заветной скамьи у ворот
С той самой берёзки, что во поле
Под ветром склоняясь, растёт
А может она начинается
С весенней запевки скворца
И с этой дороги просёлочной
Которой не видно конца
С чего начинается Родина?
С окошек горящих вдали
Со старой отцовской будёновки
Что где-то в шкафу мы нашли
А может она начинается
Со стука вагонных колес
И с клятвы которую в юности
Ты ей в своем сердце принёс
No comments:
Post a Comment