Monday, May 13, 2024

Марина Цветаева Шутили вы, шутила я, თარგმანები მაია დიაკონიძის, ბესო ხომერიკის, ზურაბ პაპიაშვილის, მეგი მოლოდინის

Марина Цветаева
Шутили вы, шутила я
И вы шутя так милы были,
Что я шутя влюбилась в вас,
Тогда, как вы ещо шутили.
Шутили вы, а я любила
И вы шутя мне надоели
И я шутя ушла от вас,
Тогда, как ви уже любили.
Всегда так было, есть и будет
И для того мы рождены,
Когда нас любят, мы не любим,
Когда не любят _ любим мы!

ოხუნჯობდით, ვოხუნჯობდი
და იყავით ისე თბილი,
ხუმრობით ხომ ყველას ჯობდით, 
დამეკარგა ტკბილი ძილი.
სიყვარულის მეგატონში,
ხუმრობაში მეც მომყირჭდით,
ამიტომაც მიგატოვეთ,
თქვენ შენოგრჩათ ტრფობის კვირტი.
ასე იყო, ასე არის,
კარგად არის ან თუ ავად,
რომ ვუყვარვართ, ჩვენ არ გვიყვარს,
როცა გვიყვარს, არ ვუყვარვართ.
4.11.2019 წელი
Published on
11/4/19 1:26 PM

ბესო ხომერიკის თარგმანი:

ხუმრობდით თქვენ და მეც გავიხუმრე

ამ ხუმრობაში ასეთი კარგი

მაშინ როცა თქვენ ჯერაც ხუმრობდით


ხუმრობ-ხუმრობით, მე შემიყვარდით



თქვენ ხუმრობდით და მე კი მიყვარდით


ამ ხუმრობაში მომბეზრდით ისე


მე მიგატოვეთ, თქვენ შეგიყვარდით

და მე კი ამ დროს, ვხუმრობდი ისევ




ასე იყო და ასე იქნება

ალბათ ხუმრობდა, როს გვქმნიდა ღმერთი

როცა ვუყვარვართ,მაშინ არ გვიყვარს

და როცა არა, მაშინ ჩვენ ვეტრფით


ზურაბ პაპიაშვილის თარგმანი:

თქვენ ხუმრობდით, მე ვხუმრობდი
და ასეთი საყვარელი
ხუმრობაში შემიყვარდით...
თქვენ ხუმრობა შეგრჩათ, ძველი.
თქვენ ხუმრობდით, მე მიყვარდით
და მომბეზრდა ეგ ხუმრობა,
მე ხუმრობით მიგატოვეთ,
მოგეძალათ თქვენ როს ტრფობა.
ასე იყო, არს, იქნება
და შობილნიც ვართ ჩვენ ამად,
როს ვუყვარვართ, ჩვენ არ გვიყვარს,
არ ვუყვარვართ _ გვიყვარს თავად.


მეგი მოლოდინის თარგმანი:


ხუმრობდით თქვენ და თან მეც ვხუმრობდი,
ისე მხიბლავდით ქარსა თუ დარში,
რომ შეგიყვარეთ ხუმრობ-ხუმრობით,
სანამ თქვენ ისევ ხუმრობდით, მაშინ.

ხუმრობდით თქვენ და მე კი მიყვარდით
ხუმრობაშივე მომწყინდით მალე,
თქვენგან წასვლით მე სიყვარულს ვკლავდი,
თქვენ კი ეტრფოდით უკვე ჩემს თვალებს.
დასაბამიდან სულ ასე მოგვდგამს,
ერთს თუ უმართლებს, მეორე დარდობს,
სხვის გრძნობას არ ვცნობთ, ვუყვარვართ, როცა,

თუ არ ვუყვარვართ, ჩვენ გვიყვარს ამ დროს! 

No comments:

Post a Comment