Wednesday, May 22, 2024

დროის მატარებელი

დროის მატარებელი
მატარებლები მიჰქრიან,
თან გავაყოლე ბავშვობა,
ვადევნებ აზრებს ფიქრიანს
უღრუბლო ახალგაზრდობას.
არ ცხრება მატარებელი,
ბორბლებს გაუდით გრიალი,
გულია გამტარებელი
ამ სოფლის ორომტრიალის.
მეხვივნენ ცრუ მოყვასები,
მუხლზე ვიდექი აჯებით,
მაინც სად იყვნენ ამდენი
ეშმაკები და ქაჯები.
ვერავის ვერ შევასმინე
ამ ჩემი გულის ნადები,
უფალო, ყრუ შეამცირე,
ეშმას გვაცილე ფანდები.
მაია დიაკონიძე
21.05. 2024 წელი



No comments:

Post a Comment