Wednesday, May 22, 2024

როდესაც...

 როდესაც გადავშალე მე სომერსეტ მოემი,

ამ ჩემს გულის არეში ერთი ძარღვი ამტკივდა,

და მას მერე ცხოვრების კეთილ ფინალს მოველი,

რუდუნებით დავსერე პარნასი და მთაწმინდა.


ქვეყნად დიდი მადლია სიყვარულით იცხოვრო,

მის მწვერვალზე წიაღსვლა თუმც არ არის ადვილი,

კამათელმა ცხოვრების, დაე, მუდამ იგოროს,

მოიგებ თუ წააგებ, ცხოვრებაა ნამდვილი.

21.05.2024 წელი

No comments:

Post a Comment