გეძახი, მაგრამ ვერ დაგაბრუნე!
აქ უშენობამ მთები დანისლა,
ცრემლი ადგებათ შავ მძიმე ღრუბლებს,
და ახლა ვდგავარ ველზე კრწანისთან,
გეძახი, მაგრამ ვერ დაგაბრუნე.
ვით ჩავატანეთ ციხეს ზურაბი,
დედამ გაწირა თავისი შვილი,
მისი თვალები შერჩათ უნაბებს,
საქართველოს კი აღარ აქვს ძილი.
ჰე, შენ, ქართველო, მითო, ლეგენდავ,
ახლა სხვად მყოფო, მოშლილო ბუდევ,
სამშობლოს კვნესა გესმას ეგება,
გეძახი, მაგრამ ვერ დაგაბრუნე!
მაია დიაკონიძე
12.05.2024 წელი
No comments:
Post a Comment