Sunday, May 5, 2024

მეგობარს!

 გულჯავრიანს რომ გიყურებ,

გულო, მეც ჯავრი მედება,

სადაა, ჩემო სიცოცხლევ,

არწივის სულისკვეთება,

შენც გეღირსება კავკასზე

დილის მზის შემოთენება,

ენა გაქვს ბასრი ალმასზე,

ასე დიდ უფალს ენება,

ნუ გაგვიცრუებ იმედებს,

შენს სიტყვას ველით მადლიანს,

თუ დავუჯერებთ დიდედებს,

ცხოვრება ერთი ადლია.

No comments:

Post a Comment