Thursday, May 9, 2024

განა პატიობს

განა პატიობს
განა პატიობს მდინარე,
ვინმეს სიცრუეს, ღალატს,
აქოჩრილ ტალღებს მძვინვარეთ,
წყევლას და კრულვას ატანს.
ვინაც სამშობლო გაყიდა,
ვინც მიწას დასდო ხარკი,
თუ ის ატირდა, ადიდდა,
ბარს დაეცემა ზათქით.
მაია დიაკონიძე
8.03.2024 წელი







No comments:

Post a Comment