მე ლურჯ მდინარედ მოვრბივარ!
(ხალხურ მოტივებზე)
მე ლურჯ მდინარედ მოვრბივარ,
კალაპოტი ხარ ჩემი,
შენ კი იგივე რჩები...
.
ავღრიალდი და ავტირდი,
მთებში გაისმა ექო,
ქაფ მოვიყენე ცარცივით,
ტალღებით შევწვდი ბექობს.
გამიშვი, ზათქით წავედი,
მადლობელი ვარ ამ დღის,
არაგველები ამდენი
ვყოფილვართ უფლის მადლით.
მაია დიაკონიძე
28.05.2024 წელი
No comments:
Post a Comment