Friday, May 10, 2024

 ავკაცობისთვის თუ გაიწირე,

რაღა პასუხით მიხვალ შენ ღმერთთან,
სიკეთის ბოღჩა, რაცა გაქვს მწირე,
დაუდე უფალს თავდახრით ფეხთან.
იქნებ და ბევრი შენც გეპატიოს,
ზენარის გული დიდია ისე,
მიბაძო უნდა მოთმენით იობს,
სულგრძელი ღმერთი შენც გაპატიებს.
ყველა გზა, იცი, იწყება დედით,
და უსასრულო ზეცაში წყდება,
და თუ შეცდომებს ბოლომდე ხვდები,
მოწყალე ღმერთი შეგინდობს შენაც.


No comments:

Post a Comment