იქნებ, ერთხელ ეს ოცნებაც ახდეს,
საქართველო გამობრწყინდეს მზეში,
ოჰ, როგორი დიადემა ადგას,
ლალ-ზურმუხტი შეხე როგორ შვენის.
როგორ შვენის თმაქოჩურა ბიჭებს,
აწეული შავი ჩოხის კალთა,
მუხლებამდე დგანან ხორბლის ბზეში,
ოქროს ჭედენ დმანისთან და ვანთან.
იქნებ, ერთხელ ეს ოცნებაც ახდეს,
საქართველო გამობრწყინდეს მზეში,
ოჰ, როგორი დიადემა ადგას,
ლალ-ზურმუხტი შეხე როგორ შვენის.
No comments:
Post a Comment