Wednesday, May 8, 2024

საცაა უკვე დაიხურება...

საცაა უკვე დაიხურება 
ჩემი ცხოვრების წიგნი - დავთარი,
როგორც ყურძენი დაიწურება
და გაირჩევა მტყუან-მართალი.
ხორხოცებს სადღაც შავი დემონი,
ხელში უჭირავს ნარდის კენჭები,
- ზოგჯერ იყო რომ მეც მენდობოდი, -
მეძახის, გულში ღვივის ეჭვები.
დაიხურება და დამთავრდება
ჩემში კეთილის ბოროტთან ბრძოლა,
რომ გავაგორებ ბოლო კამათელს,
ნეტავ, შაში თუ იაქე მოვა?!




No comments:

Post a Comment