და იმედს აძლევ, უიმედოდ ვინც ქვეყნად დარჩა.
ვისაც ბნელეთი მოერია, ვინც გაიწირა,
ვინც ამა სოფლის ირონია ვერ აიცილა.
ვით აფროდიტა ამოდიხარ ზღვების ქაფიდან
და აწკრიალებ ,,დო, რე, მი, ფა"-ს ოქროს არფიდან.
და იმედს აძლევ, სამყაროში ვინც ობლად დარჩა.
შემოგიხუrავს ატმების და ვარდების ფარჩა.
ალიონი ხარ, შეგიღებავს წითლად ტუჩები
და შავ სამყაროს მგონი მხოლოდ შენ ეურჩები,
ნაფლეთ-ნაფლეთად გაგაქვს დარდი და მწუხარება,
რომ გაგვაგონო თერგის მღერა და მქუხარება.
No comments:
Post a Comment