Wednesday, May 8, 2024

 დედამიწაზე მრავალი მწერი ცხოვრობს: ეს კალიებიო, ეს ჭიანჭველებიო. ზოგი მიწაზე დაცოცავს, ზოგიც დახტის, ზოგიც დაფრინავს. ბუზები, ფუტკრები, პეპლები. მათ თავიანთი სახელმწიფოები აქვთ, ერთად კი, მათ გაერთიანებას, სამწერეთი ჰქვია. ხომ გინახავთ წითელი პატარა ჭიანჭველების საცხოვრისი, სორო. შავი ჭიანჭველები ცალკე ცხოვრობენ, დიდი შავი ჭიანჭველები - ცალკე. ალბათ, შეგიმჩნევიათ კიდეც, დამწკრივებული რიგი ჭიანჭველებისა, საითკენღაც რომ მიემართება. ზოგჯერ დიდ და პატარა ჭიანჭველებს შორის ფიცხელი ომიც იმართება. ასეთებიც ხდება. მტერი ბევრი ჰყავს მწერებს, ყიყინაა ბაყაყიც კი მათ ემტერება. ჩიტებიც მათი მტრები არიან, მათი არსებობის ძირითად წყაროს -  საკვებს მწერები წარმოადგენენ. სწორედ ამ მიზეზით ერთ დღესაც პეპლებს ჭოტებმა გამოუცხადეს ომი. რადგან ჭოტები ღამის ფრინველები არიან, ისინი ღამის პეპლების სახელმწიფოს დაესხნენ თავს და სასტიაკად უსწორდებოდნენ დიდ-პატარას. ალბათ, გაგეგონებათ, რომ პეპლები დღისანიც არიან და ღამისანიც. ღამის პეპლები თეთრები, უსახურნი, დღის პეპლები კი, ლამაზები, ფრთახატულები არიან. ფარვანები სინათლისკენ ისწრაფვიან, მის გარშემო ტრიალებენ, ხშირად იწვებიან კიდეც, თუ ცეცხლთან ახლოს მივიდნენ. 

   

No comments:

Post a Comment