Tuesday, May 21, 2024

ურწმუნობავ, გვედრი, გარეთ გადი

 გაზაფხულის მშვენიერი დღეა

და სულს ერთვის სურნელება ვარდის,
იქნებ სულშიც რწმენა უფლის აღდგეს,

ურწმუნობავ, გვედრი, გარეთ გადი.

და დატოვე ეს ემბაზი სუფთა,

გაიარა გოლგოთა და ჯვარცმა,

ვისი სულიც ჩამისახლდეს უნდა,

ვისი სულიც ჩემს სულს სულ თან ახლავს.

და ამ ტაძრის ყველა კედელს ვანდობ,

იზეიმებს ხორცზე სული როცა,

ჯვარცმის ხატებს ცხარე ცრემლით ვალტობ,

სურვილს, დავდგე სადიდებელ ლოცვად.

გაზაფხულის მშვენიერი დღეა

და სულს ერთვის სურნელება ვარდის,
იქნებ სულშიც რწმენა უფლის აღდგეს,

ურწმუნობავ, გვედრი, გარეთ გადი.






No comments:

Post a Comment