ნეტავ, სად იყავი?!
მე შენზე სიზმრებით ამევსო თვალები
და როცა სინათლემ შავი ცა გაწმინდა,
ისევ იმ ცისაკენ ნელ-ნელა წავედი,
მუქ ღრუბლებს დაეპყროთ ზეცის სარეცელი,
მეგონა, მიყვარდი ალბათ თუ აკვნიდან,
მაგრამ მე ეს გული ტკივილზე ავცერი,
არ მინდა...
მიყვარდე და მაინც ზეცაში ამყავხარ,
გამევსო თვალები მე შენზე სიზმარით,
ცხადში კი არასდროს რომ არ მინახავხარ,
ნეტავ, სად იყავი!
მაია დიაკონიძე
18.05. 2024წელი
No comments:
Post a Comment