Monday, May 20, 2024

მზისაც ვიყავ, მთვარისაც...

სიტყვის ძალა!

მზისაც ვიყავ, მთვარისაც,
დამირწიეს აკვანი,
ბებიამ და მამიდამ,
იმათი ვარ ნაგრამი.

ჩააქსოვეს ნანინას
ღვთის ლოცვა და გალობა,
მამა-პაპის ძვალია,
სანთელი და წყალობა.

იმათ კვალზე მოვედი,
მზისაც ვარ და მთვარისაც,
სიტყვის ძალა ცხოველი
უფლის გზაზე გამიყვანს.
მაია დიაკონიძე
20.05.2024 წელი 




No comments:

Post a Comment