რა არის ეს?!
ტყე იწვის და უკიდია ცეცხლი მუხას,
დგას სატანის, ბოროტების გამგებლობა,
ალქაჯები შესევიან ჟრუნა უღრანს,
ძმა ძმას ერჩის, როგორც მგელი, სისხლ-ხორცს უღრენს,
ბუ კივის და ნანგრევებზე ჩრდილი წვება,
ვეღარა სწევს ნიშა ხარი ცალფა უღელს,
რა არის ეს? სიყვარულის დავიწყება!
თუ დროზე არ შემოვკარით დედო ზარებს,
თუ კი დავთმეთ, რაც არაფრით არ გვეთმობა,
საფლავებზე ჩვენი მტერი იხარხარებს,
რა არის ეს? სიყვარულის ნაკლებობა.
მაია დიაკონიძე
1.05.2024 წელი
No comments:
Post a Comment