შვილიც თავის ადგილზე,
ოჯახი რომ წმინდა არის,
რით ვერ გაითავისე!
კაცი - მამა-მარჩენალი,
დედა - ბურჯი ოჯახის,
არ დაუგდოთ იმას ყური,
ვინც სხვაგვარად მოგვძახის.
ქალს ეჭირა ქვეყნის დროშა,
შვილებს ზრდიდა იმისთვის,
შეენახათ ვაჟს და ასულს
ქვეყნის ნამუს - სინდისი.
კაცს ებარა ქვეყნის ბჭენი,
მერე როგორ მარჯვობდა,
ცალი ხელით ხანჯალი და
თან ნამგალი დაჰქონდა.
დედა - ქალი, მამა - კაცი,
შვილიც თავის ადგილზე,
ოჯახი რომ წმინდა არის,
რით ვერ გაითავისე!
No comments:
Post a Comment