Thursday, May 2, 2024

ვით ზარაფხანა

 ვით ზარაფხანა

ვით ზარაფხანა დაცლილი ზოდით,
ისე დაცლილა ზეცა ვარსკვლავთა,
ეს საქართველო განთქმული ოდით,
ღმერთმა რომ ოქროდ მოავარაყა,
იცლება სისხლით, ვით დედა შველი,
მინადირისგან უღვთოდ დაჭრილი,
უსასოობას ვერავინ შველის...
დედანი ლეჩაქგადავარდნილნი
ფეშიშველანი მოუძღვებიან
მხოლოდღა ლანდებს სულთა მბორგავთა,
ჩვენი სისხლით კი სვავნი ძღებიან,
ადგილს უთმობენ მერე ყორანთა.
მაია დიაკონიძე
30.04.2024 წელი
შეიძლება იყოს 1 ადამიანი, მოღიმარი and მაქმანი გამოსახულება
ყველა რეაქცია:
Nino Rostiashvili, Tiniko Chezhia და 39 სხვა პიროვნება

No comments:

Post a Comment