Saturday, May 11, 2024

ვის ეპრანჭები, ბებერო ?! (სახუმარო)


ვის ეპრანჭები, ბებერო?!
(სახუმარო)
ვის ეპრანჭები, ბებერო?
ყვავილი ღლარჭში გაგჩრია,
ეგ ბებერები, ვერ ხედავ,
კოჟრებივით რომ გასხია.
კოპწიაობას არ იშლი,
გვერდზე ნორჩები ყვავიან,
დრო მაგ ღიმილსაც წაგიშლის,
გაგსვლია უკვე ყავლია.
მაია დიაკონიძე 11.05.2024 წელი 

სიბერე
(პასუხი მაიკოს ლექსს, ექსპრომტად-ახალგაზრდებს ვგულისხმობ,მომავალს)
13.05.24წ.08:00
ჩემ ხორკლიან ტანს ნუ სჩივი
ჩემო ძვირფასო,
ყმაწვილო.
დრო იყო, თავს მეფედ
ვთვლიდი
თავი მეგონა არწივიც!..
მაგრამ,დროს ვერ შევაჩერებთ,
მიწიერ ყოფას ვერ
შევცვლით...
სიყვარულს სულ შევაგებებ,
სანამ შევიძლებ;მათ შევტრფი!..
ჩემი გამხმარი
სხეულით,
დაკოჟრილ-დაბერებულით,
უსახური ვარ?გრძნეული მქვია;ვარ დაბრძენებული!..
სიყვარულით მზია ელიაძე

ეგრეა, მზიან ქვეყანას
ზოგჯერ ბებერიც სჭირდება,
რომ მოხნას  თავისი ყანა,
რქებით არ გაუჭირდება,
,,ბებერი ხარის რქაცა ხნავს",
კაციც ასაკში ღვინდება,
სიბერეს მუდამ თან ახლავს 
ცოდნა და გამოცდილება,
უნდა იცოდნენ ყმაწვილთა,
ბებერსაც რომ სცენ პატივი,
ბებია- პაპას ძალითა
ბავშვის აღზრდაა ადვილი..





No comments:

Post a Comment