და როცა ბინდი შეერევა ცაცხვებს და ალვებს,
ღამე დაჰხურავთ შავ მწუხრის ჩადრებს,
მე ვეახლები მქუხარე ჩანჩქერს
და წყალს შევუშვერ ჩემს ლამაზ მკლავებს.
შენც მოხვალ ამ დროს ნაგვიანევი,
შემოგევლება ანკარა შხეფი
და ვნებას შენსას წყალში არეკლილს
დამხურავ როგორც ჩადრსა და მერდინს.
მეხები როგორც ალმური ღამე,
წელზე ხელს მომხვევ, აღმიძრავ ვნებას,
შემომეგზნები ქარბუქად გულზე
და მეც დავყვები შენს კაცურ ნებას.
No comments:
Post a Comment